ლუკას ერნანდესის საქმეს ესპანეთის სასამართლო განიხილავდა. ფრანგ ფეხბურთელს მეუღლესთან შემაკავებელი ორდერი ჰქონდა, რომლის მიხედვითაც 50 მეტრზე ახლოს მასთან ყოფნა ეკრძალებოდა, თუმცა ეს მაშინ გამოწერეს, როდესაც ისინი ცოლ-ქმარი ჯერ კიდევ არ იყვნენ. შემდეგ, წყვილი შერიგდა, დაქორწინდა, ახლა კი, ამ ორდერის გამო, ფეხბურთელს 6 თვით პატიმრობა ემუქრებოდა.
სასამართლომ ეს ყველაფერი გაითვალისწინა და ფრანგს 96 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, პირობითი კი 4 წელი მიუსაჯა. ლუკასი ციხეში აღარ ჩაჯდება.