ეროვნულ ლიგაში 21-ე ტური გაიმართა, ლიდერი კვლავ შეიცვალა და სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.
ტურის ცენტრალურ მატჩს დინამო არენამ უმასპინძლა, სადაც დინამო ბათუმი დინამო თბილისს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო, ანგარიში კი მე-17 წუთზე გაიხსნა. ზორან მარუშიჩმა გაგი მარგველაშვილს ბურთი აართვა, ერთი ერთზე დარჩა და გაიტანა.
გაშვებული ბურთის შემდეგ, ბათუმელებმა მოუმატეს. აღსანიშნავია, რომ როგორც კვასხვაძემ ასევე კუპატაძემ მშვენიერი მატჩი ჩაატარეს, ორივე მათგანმა არაერთი რთული ბურთი მოიგერია.
ბათუმელთა აქტიურობამ შედეგი მატჩის ბოლოს გამოიღო. 78-ე წუთზე აზაროვის შესანიშნავი დარტყმული კვასხვაძისთვის აუღებელი გამოდგა. 90-ე წუთზე გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა შექმნეს. გიორგი ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ, როტორიდან დაბრუნებულმა ჯოვინო ფლამარიონმა თავით გაიტანა.
დინამო ბათუმი 43 ქულით პირველ ადგილს დაუბრუნდა, კახა ცხადაძის შეგირდები კი 41 ქულით მეორეზე არაინ.
დანარჩენ მატჩებში გორის დილამ უსმანე კამარას და თორნიკე კაპანაძის გოლებით ლოკომოტივს 2:1 მოუგო, ლოკოდან თავი მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა. 2:0 დასრულდა შუქურას და სამტრედიას მატჩი, გოლები ჯეფერსონ ჯერალდომ და ზურაბ მუსელიანმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთიდან ქობულეთელები 10 კაცით დარჩნენ, გიორგი რეხვიაშვილმა 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ფრე 1:1 დასრულდა თელავის და სამგურალის მატჩი, თითო ბურთი გიორგი ჯანელიძემ და ალექსანდრე ვერულიძემ შეაგდეს. საბურთალომ ქუთაისის ტორპედო მიიღო და 3:0 დაამარცხა. დედაქალაქელთა მხრიდან თავი აკაკი შულაიამ ოგაგა ოდუკომ და შოთა ნონიკაშვილმა გამოიჩინეს. სათქმელია, რომ ტორპედო დუბლების ფეხბურთელებით გავიდა სათამაშოდ. მოგეხსენებათ გუნდში სერიოზული ფინანსური პრობლემებია და მთავარი გუნდის ფეხბურთელებმა თამაშზე უარი განაცხადეს.