ეროვნული ლიგის საუკეთესოები – თერთმეტეული და ნომინაციები

ეროვნული ლიგის ყოველ წლიური დაჯილდოვებისას, საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესოები გამოავლინეს. დაჯილდოვებისას სხვა და სხვა პოზიციებზე გამორჩეულები, გამორჩეული მწვრთნელი და სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნეს.

საუკეთესო მეკარედ დინამო ბათუმის კარის დარაჯი ლაზარე კუპატაძე დაასახელეს, საუკეთესო მცველად ასევე ბათუმელი ირაკლი აზაროვი, საუკეთესო ნახევარმცველი დინამო ბათუმის კიდევ ერთი წევრი სანდრო ალთუნაშვილი გახდა, საუკეთესო ფორვარდი კი დინამო თბილისის ყოფილი მეგოლე ზორან მარუშიჩი. ეროვნული ლიგის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად დინამო ბათუმის დამრიგებელი გია გეგუჩაძე გახდა.

რაც შეეხება თერთმეტეულს, აქაც ბათუმელთა დომინაციაა. 11 ფეხბურთელიდან 2021 წელს 7 დინამო ბათუმში თამაშობდა, 2-2 კი დინამო თბილისში და გორის დილაში. ეროვნული ლიგის 2021 წლის სიმბოლური გუნდი შემდეგნაირია.

ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი); გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), მამუკა კობახიძე (დინამო ბათუმი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი); სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა გაგნიძე (გორის დილა), ირაკლი ბიძინაშვილი (გორის დილა), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბათუმი); გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი), ზორან მარუშიჩი (დინამო თბილისი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *