ესეც მესამე ვერცხლი

ტოკიოში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს მესამე მედალი პარაძიუდოისტმა რევაზ ჩიკოიძემ (+100 კგ) მოუტანა, რომელმაც ფინალური შეხვედრა ირანელ მუჰამადრეზა ხეიროლაჰზადეჰსთან ტრავმის გამო დათმო.

რევაზ ჩიკოიძემ პირველ ეტაპზე მასპინძელი კაზუსა ოგავა იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი, უზბეკ შირინ შარიპოვს გაფრთხილებებით აჯობა. 37 წლის ქართველმა პარაძიუდოისტმა ფინალში ირანელ მეტოქეს გაფრთხილება მიაღებინა და აქტიური იყო, მაგრამ შემდეგ ტრავმა მიიღო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *