უეინ რუნის ნაირნაირი თავგადასავლები არახალია. აი, ამჯერადაც, საშობაო ბაზრობაზე მისულმა, თავისი 150 ათასიანი რენჯ როვერი ისეთ ადგილზე გააჩერა, სადაც არ შეიძლებოდა. ორგანიზატორებმა სთხოვეს გადაეყენებინა მანქანა, რადგან იმ ადგილზე საშობაო პავილიონები უნდა დაემონტაჟებინათ.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ მათ თხოვნას ყური არ ათხოვა და იქვე ახლოს, პაბში ორ მეგობართან ერთად ლუდის სმა დაიწყო. იქიდან გამოსულს კი მანქანაზე მიწერილი ასეთი უცენზურო ნახატ-წარწერები დახვდა, როგორსაც ფოტოებზე ხედავთ.