ესპანეთის ნაკრების 32 წლის მორაგბე, კავა ლეაუმა 18 დეკემბერს ამსტერდამში მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ გარდაიცვალა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ლეაუმა 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა. ექიმები მის გადარჩენას სამი დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა ლეაუმა მძიმე მდგომარეობაში იყო და 21 დეკემბერს გარდაიცვალა.
ლეაუმა წარმოშობით ახალზელანდიელი გახლდათ და სამოს ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ესპანელთა რიგებში თამაში მან მხოლოდ ერთხელ მოასწრო. ნოემბრის ტესტებზე კავა ლეაუმა ლომებს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში დაეხმარა.