ესპანეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელობამ რამდენიმე საათის წინ ლუის ენრიკე გაანთავისუფლა. ესპანელებმა მისი შემცვლელი მალევე ნახეს, ფურია როხა ესპანეთის 21 წლამდე ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ ჩაიბარა.

დე ლა ფუენტე ესპანეთის თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელი იყო. ყველაზე ცნობილი კლუბი სადაც მას უმუშავია, ალავესი გახლავთ. ეროვნულ გუნდში ფუენტეს დებიუტი სავარაუდოდ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედგება, სადაც ესპანეთის მეტოქეები საქართველოს, კვიპროსის, შოტლანდიის და ნორვეგიის ნაკრებები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა მსოფლიო ჩემპიონატი 1/8 ფინალში მაროკოსთან მარცხის შემდეგ დატოვეს.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *