ესპანეთის სუპერ თასი “მადრიდის რეალმა” მოიგო

ესპანეთის სუპერ თასის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის რეალმა ოვერტაიმში 89:83 დაამარცხა ბარსელონა და 2022/23 წლების სეზონი ტიტულის მოგებით გახსნა.

null

შეხვედრის სტარტი მადრიდულ გუნდს უკეთესი გამოუვიდა – ტავარესის და მუსას ზუსტი სროლების შედეგად ანგარიშში 13:8 დაწინაურდა. ბარსა დროულად გამოფხიზლდა – ლაპროვიტოლას იდეალური პასის შემდეგ შანლი 45 გრადუსიანი კუთხიდან სამიანი ჩააგდო და მეტოქესთან ჩამორჩენა შეამცირა 13:11.

null

პირველი მეოთხედი მაინც დედაქალაქელებმა მოიგეს 17:15, მეორე პერიოდიდან კი კატალონიური გრანდი ათამაშდა საუცხოოდ – იოკუბაიტისმა, კურიჩმა და ტობიმ მიზანი გაისწორეს, რასაც ბარსელონას 22:12 გაქცევა მოყვა და შარუნას იასიკევიჩუსის გაწვრთნილი გუნდი დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდა 37:29.

მეორე ტაიმის სტარტზე რეალი შეტევაში “აფეთქდა” – ჩუზ მატეოს გაწვრთნილმა კალათბურთელებმა ნამდვილი “ფეიერვერკი” მოაწყვეს და ყველანაირი პოზიციიდან დაბომბეს მეტოქის კალათი. 3 წამიან ზონაში დომინირებდა ვოლტერ ტავარესი, რომელმაც სოლიდურ ორმაგ დუბლს (24 ქულა+12 მოხსნა) 5 დაფარებაც მიაყოლა. ტრადიციულად, პერიმეტრიდან “მწარედ იკბინებოდა”სერხიო ლული (7 დან 3 სამქულიანი ჩააგდო).

null

ესპანურმა სამეფო კლუბმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით ადრე მატჩის მოგების შანსიც მიიღო, თუმცა გაბრიელ დეკმა კალათის რკალსაც ვერ გაარტყა ბურთი.

ოვერტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას.მადრიდული გუნდი 85:83-ს იგებდა, როდესაც “ბარსას” თურქ ცენტრ – შენტურკ შანლის ტავარესმა დომინანტურად დაუფარა. ბურთი “რეალს” დარჩა, კატალონიელების მიერ აღებულმა ტაქტიკურმა ჯარიმებმა არ გაამართლა და ჩუზ მატეოს გუნდმა ახალი სეზონი “ელ კლასიკოს” და ტიტულის მოგებით გახსნა.

მადრიდის რეალმა ესპანეთის სუპერ თასი მერვედ მოიგო და ამ შედეგით ტურნირის რეკორდსმენია.

რეალი – ბარსელონა – 89:83 (ოტ) (17:15, 12:22, 26:12, 16:22, 18:12)

რეალი: ტავარესი (24 + 12 მოხსნა+5 დაფარება), მუსა (19), დეკი (15 + 8 მოხსნა), ლული (14).

ბარსელონა: შანლი (21), ლაპროვიტოლა (12 + 14 მოხსნა), იოკუბაიტისი (11), კურიჩი (10).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *