ესპანეთის ჩემპიონატი იწყება

დღეს, 23:00-ზე სტარტს აიღებს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 2022/23 წლების სეზონი. გახსნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი “მადრიდის რეალი” მეორე ლიგიდან აღზევებულ “ჟირონას” დაუპირისპირდება.

null

ინსაიდერ ლუკ დ’ალესანდროს ინფორმაციით, შესაძლოა მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშოს “ჟირონას” მოქმედმა პრეზიდენტმა და ამასთანავე მფლობელმა – მარკ გასოლმა.

გასულ სეზონში 37 წლის მარკი ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის MVP გახდა. მისი დახმარებით “ჟირონამ” ფინალური მატჩი მოიგო და ACB ლიგის საგზურიც მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს მარკ გასოლმა ACB League-ში 2008 წელს ითამაშა.

null

ესპანეთის ჩემპიონატი, I ტური

ჟირონა – რეალ მადრიდი

ფუენლაბრადა – გრანადა

ობრადოირო – სარაგოსა

მანრესა – ტენერიფე

მურსია – ბრეოგანი

ბასკონია – უნიკახა

ბეტისი – ვალენსია

გრან კანარია – ბარსელონა

ხოვენტუდი – ბილბაო

 

ACB LEAGUE-ს მოგების უმთავრეს ფავორიტებად “რეალ მადრიდი” და “ბარსელონა” მიიჩნევიან. ტრადიციულად, ანგარიშგასაწევი ძალის  გუნდები  იქნებიან   ვალენსია, ბასკონია და ტენერიფე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *