ესპანეთი-საქართველო 14 000-იან სტადიონზე

გაირკვა, თუ რომელ ქალაქში გაიმართება 5 სექტემბერს ესპანეთი-საქართველოს მატჩი: ბადახოსის სტადიონ ნუევო ვივეროზე… ეს ესპანური საიტების ინფორმაციაა.

სტადიონი 14 175 მაყურებელს იტევს. ეს სტადიონი მხოლოდ „22 წლისაა“, 1999 წელს აშენდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ მაყურებელს დაუშვებენ საქართველოსთან თამაშზე.

ბადახოსი პატარა ქალაქია ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში, პორტუგალიის საზღვართან.

5 სექტემბრამდე საქართველოს ნაკრებს ბათუმში ელის მატჩი: 2 სექტემბერს კოსოვოსთან. იქამდე დიდი დროც არ დარჩა, სამ კვირაზე ოდნავ მეტი.

ვილი სანიოლი, სავარაუდოდ, 10-12 დღეში დაასახელებს შემადგენლობას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *