საქართველოს ნაკრების შემადგენლობა როცა კი გამოჩნდა, ნათელი გახდა, რომ ჩვენი ნაკრები ესპანეთთან შეტევაზე არც იფიქრებდა. თავად განსაჯეთ:
ლორია; ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე; აბურჯანია, კანკავა, აზაროვი, მამუჩაშვილი, ზარია; დავითაშვილი.
ასეც მოხდა. პირველ ნახევარში, ესპანელების ბურთის ფლობის მანჩვენებელი 76% იყო, საქართველოს კი კარისკენაც არ დაურტყამს. ოთხი გოლი გაგვიტანეს, აქედან – 1 ფურია როხას თამაშგარის გამო ვიდეო რეფერიმ არ ჩაუთვალა. მომენტები იმდენი იყო, მეტიც უნდა გაეტანათ.
მეორე ნახევარში, გასაგებიცაა, რომ ესპანეთი იმავე შემართებით არ გამოსულა, როგორც პირველში. საქართველოს ნაკრებში კი ყველაზე გამორჩეულნი შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები – მიქაუტაძე და ალთუნაშვილი იყვნენ. მიქაუტაძის დარტყმული, სიმონის მოგერიების შემდეგ, ძელსაც მოხვდა, თავით ყაზაიშვილმა დაამატა, რომელსაც მიზანმა უმტყუნა. ამ მომენტის შემდეგ, სარაბიამ მეოთხე გაგვიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მომენტებზე აღარც ვწერთ, მრავლად ჰქონდათ…
ესპანეთი 4:0 საქართველო
14′ – გაია
25′ – სოლერი
41′ – ტორესი
63′ – სარაბია