ესპანეთმა და შვედეთმა ქულები გაიყვეს

ევროპის ჩემპიონატის მორიგ მაჩში ერთმანეთს ესპანეთის და შვედეთის ნაკრებები შეხვდნენ. აღნიშნული დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, მიმდინარე ჩემპიონატზე ეს პირველი 0:0 გახლდათ.

თითქმის მთელი თამაში ესპანელთა უპირატესობით მიდიოდა, თუმცა შვედთა მეკარე ოლსენმა რამდენჯერმე იხსნა გუნდი. ფეხბურთის გულშემატკივრები ესპანელთაგან ბევრად უკეთეს თამაშს ელოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. შვედებიდან უდაოდ გამორჩეული იყო ისააკი, რომელმაც რამდენიმე კარგი მომენტი შემოგვთავაზა. გასაკვირია, რომ სკანდინავიელთა თავკაცმა იანი ანდერსონმა იგი მოედნიდან 69-ე წუთზე გაიყვანა.

მეორე ტურში ესპანეთი პოლონეთს შეხვდება, შვედეთი კი სლოვაკეთს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *