ესპანეთის ნაკრებმა გამარჯვება მეორე ტურშიც ვერ მოიპოვა. “ფურია როხას” პოლონეთთან უპირატესობა კი ჰქონდა, 1:1-ზე მორენომ თერთმეტმეტრიანიც ვერ გამოიყენა, თუმცა საყაიმო ანგარიშს ალოგიკურს ვერ ვუწოდებთ.
ესპანელეთა შეტევებს შემოქმედებითობა აკლდა და პოლონელები თითოეულ გადაცემას ადვილად კითხულობდნენ. ლუის ენრიკეს გუნდში სუპერვარსკვლავი არ ჰყავს და, ჯერჯერობით, ტურნირის ფავორიტობას ვერც თამაშით ამტკიცებს…