ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა იტალიისას 2:1 მოუგო. თავისთავად, შედეგს სენსაციური არ ეთქმის, თუმცა გამოსარჩევი კია – იტალიის ნაკრების სარეკორდო დაუმარცხებელი სერია დამთავრდა.
ბოლოს იტალიელებმა 2018 წლის 10 სექტემბერს პორტუგალიასთან ერთა ლიგის შეხვედრა 0:1 წააგეს.
მას შემდეგ რობერტო მანჩინის შეგირდები ზედიზედ 37-ჯერ გავიდნენ მოედნიდან დაუმარცხებელნი.
რადგან იტალიელთა მსოფლიო რეკორდი ვახსენეთ, ისიც ვთქვათ, რომ წინა რეკორდის თანაზიარნი 35-მატჩიანი წაუგებელი სერიით ბრაზილიის (1993-1996) და ესპანეთის (2007-2009) ეროვნული გუნდები იყვნენ.