ესპანეთმა იტალიას იტალიაში მოუგო

ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე, ერთა ლიგის A დივიზიონის 1/2 ფინალი გაიმართა, სადაც ესპანეთის ნაკრებმა იტალიას 2:1 მოუგო.

მატჩის დიდმა ნაწილმა ესპანელთა უპირატესობით ჩაიარა. ორივე გოლი ფერან ტორესმა გაიტანა. სტუმართა შემტევმა ჯერ მე-17 წუთზე შეაგდო, შემდეგ პირველი ტაიმისთვის დამატებულ მეორე წუთზე. მატჩის ბოლოს 83-ე წუთზე პელეგრინიმ 1 ბურთი გაქვითა. აღსანიშნავია, რომ იტალიამ მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარა. 42-ე წუთზე მსაჯმა ჯორჯო კიელინის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის A დივიზიონის ფინალში საფრანგეთსა და ბელგიას შორის მოგებულს შეხვდება. ეს გუნდები ერთმანეთს 7 ოქტომბერს დაუპირისპირდებიან, ფინალი კი 10 რიცხვში შედგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *