მსოფლიო ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში, ესპანეთის ნაკრებმა კოსტა რიკა გაანადგურა. ფურია როხამ მეტოქე 7:0 დაამარცხა. ეს მიმდინარე მუნდიალის ყველაზე დიდ სხვაობიანი მატჩია.
მთელმა მატჩმა ესპანელთა უპირატესობით ჩაიარა. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონებს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ, რაც სურდათ. ესპანეთმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და 31-ე წუთისთვის ანგარიში 3:0 იყო.
მეორე ტაიმი კვლავ ესპანეთის კარნახით წარიმართა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა კარში 7-ჯერ დაარტყა და 7-ვე გოლი გავიდა. ამ 7-დან 1 ბურთი გავიმ შეაგდო, რომელიც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მუნდიალზე ესპანელთა მხრიდან გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ლამაზი სწორედ გავის გოლი გახლდათ.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა მატჩი, სადაც ერთი გუნდი მეორეს ასე ძალიან აღემატებოდეს, ეს ანგარიშშიც ჩანს. ესპანეთის ნაკრებმა დღევანდელი თამაშით კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.
საუკეთესო ფეხბურთელი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დანი ოლმოს მივიჩნევთ, რომელმაც გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა და ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.
ესპანეთი 7:0 კოსტა რიკა
გოლები: ოლმო (11), ასენსიო (21), ტორესი (31 პენ. 54), გავი (74), სოლერი (90), მორატა (90+2).