ესპანეთმა ჩრდილოეთ მაკედონია გაანადგურა და ჯგუფში გალიდერდა

სტარტი აიღო 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველმა საკვალიფიკაციო ეტაპმა. G ჯგუფის გახსნით შეხვედრაში საქართველომ 88:83 სძლია უკრაინას, ხოლო ოდნავ მოგვიანებით ესპანეთის ნაკრებმა სტუმრად გაანადგურა ჩრდილოეთ მაკედონია 94:65 და პირველი ტურის შემდეგ გალიდერდა.

null

ესპანეთი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია, თუმცა იმ ვარსკლავური, საჩემპიონო გუნდიდან განაცხადში პრაქტიკულად აღარავინ აღარ არის დარჩენილი (ევროლიგასთან კონფლიქტის გამო, ევროპის წამყვანი კლუბები ვერ უშვებენ საკუთარ ლიდერებს ნაკრებში). სერჯიო სკარიოლოს სხვა გამოსავალი არ აქვს და ესპანეთის ნაკრებში ფაქტობრივად მეოთხე შემადგენლობას ათამაშებს.
თუმცა ესპანელთა მეოთხე შემადგენლობაც კი საკმარისი გამოდგა ჩრდილოეთ მაკედონიის გასანადგურებლად . სტუმრებმა მასპინძლებს ოთხივე მეოთხედი მოუგეს 21:14 20:16 29:17 24:18 და კარგი ვარჯიში გამოუვიდათ საქართველოსთან გასამართი დაპირისპირების წინ.

სკარიოლოს დიდად არცერთი კალათბურთელი არ დაუტვირთავს – ლიდერებმა 16-17 წუთი ითამაშეს და თავისი საქმე იდეალურად შეასრულეს მოედანზე. ლოპეზ-აროსტეგის 15 ქულა ქონდა, ისევე როგორც სიმას, 12 ქულა+2 მოხსნა+3 პასი ქონდა ხაიმე ფერნანდეს, 10 ქულა ჩააგდო ბრიზუელამ.

null

ჩრდილოეთ მაკედონიას ტრავმის გამო აკლდა ნენად დმიტრიევიჩი – ნაკრების ლიდერი, მის გარეშე კი მასპინძლებს ძალიან გაუჭირდათ. ნენადის არყოფნაში 18 ქულა აიღო თეოდორ შიმიჩმა, ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა ამერიკელმა ლეგიონერმა ჯეიკობ ვილიმ (10 ქულა).

null

ამჟამინდელი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ვერმოიძებნება თორნიკე შენგელიას და გიორგი შერმადინის კლასის მოთამაშეები, თუმცა სერჯიო სკარიოლომ საშუალო დონის, მებრძოლი გუნდი შეკრა, რომელიც ერთნაირად ძლიერია პირველი და მეორე ხუთეულით.

ესპანეთი საქართველოს ორშაბათს, 29 ნოემბერს ქალაქ ხაენში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:30 წუთზე აიღებს სტარტს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *