ესპანეთს რუბიოს 38 ქულამ ვერ უშველა

ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება საკალათბურთო ტურნირი, სადაც უკვე პლეიოფის სტადიამ აიღო სტარტი.

პირველ მეოთხედფინალში ერთმანეთს სლოვენიის და გერმანიის ნაკრებები უპირისპიდებოდნენ. ფავორიტად ლუკა დონჩიჩი და მის გუნდი მიიჩნეოდა, რომელთაც გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები.
სლოვენიამ პირველივე მეოთხედი 25:14 მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. 3 წამიანი ზონის დაცვისას მშვენივრად გამოიყურებოდა მაიკ ტობი, რომელმაც როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში დიდი სამუშაო გასწია.

მეორე მეოთხედში იყო ერთი მომენტი, როდესაც გერმანიამ შეძლო ანგარიშში წინ გასვლა 32:31, თუმცა სლოვენიელებმა მარტივად დაიბრუნეს ლიდერობა და შემდეგ „უკან აღარც მოუხედავთ“.
პერიმეტრიდან მაღალი პროცენტით ისროდა გორან დრაგიჩის ძმა- ზორანი, რომელმაც 7-დან 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 27 ქულით დაასრულა. ტრადიციულად სამმაგ დუბლთან ახლოს იტრიალა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც მატჩი 20 ქულით, 8 მოხსნით და 11 პასით დაასრულა.

გერმანელთა რიგებიდან კი მხოლოდ მაოდო ლო გადაცდა 10 ქულიან ზღვარს, მის ანგარიშზე 11 ქულა იყო.
სლოვენიამ მეტოქეს 4-დან 3 მეოთხედი მოუგო (25:14, 19:23, 22:17, 28:16) და დამაჯერებლად გავიდა 1/2 ფინალში, სადაც მისი მეტოქე იტალია/საფრანგეთს შორის გამარჯვებული იქნება.

მეორე მეოთხედფინალში ერთმანეთს მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ხვდებოდნენ – ა.შ.შ ესპანეთის წინააღმდეგ.
ფავორიტად რათქმაუნდა ამერიკის სუპერ ნაკრები მიიჩნეოდა. „დრიმ თიმმა“ ჯგუფურ ეტაპზე არადამაჯერებელი თამაში აჩვენა, თუმცა გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მოახერხა მობილიზება და პლეიოფს მაღალ კონდიციებში შეხვდა.

პირველი ტაიმის განმავლობაში პარკეტზე თანაბარი ბრძლა მიდიოდა, ვერცერთი ნაკრები ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას და არაერთხელ შეიცვალა ლიდერი.
მატჩის მეორე ნახევრიდან კი ამერიკელებმა სათამაშო ტემპს უმატეს და პერიმეტრიდან დაბომბეს მეტოქე. „დრიმ თიმს“ კევინ დურანტმა ულიდერა, რომელიც მაღალი პროცენტით ისროდა თამაშიდან.
ესპანელთა რიგებში ვერ მოიძებნა ისეთი დამცველი, რომელიც თუნდაც მცირედით მაინც შეზღუდავდა „დურანტულას“, რომელმაც 29 ქულა დააგროვა.

ესპანელთა რიგებში გაიბრწყინა რიკი რუბიომ, რომელმაც ნაკრების მაისურით კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა – 38 ქულა ჩაუგდო ამერიკას და 3 მეოთხედის განმავლობაში ფაქტიურად მარტო ებრძოდა „ოცნების გუნდს“.

ბოლო პერიოდში გრეგ პოპოვიჩის გუნდმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა 95:81.
ა.შ.შ-ს საკალათბურთო ნაკრები 1/2 ფინალურ სტადიაზე არგენტინა/ავსტრალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *