ესპანელთა წარმატებული დღე Australian Open-ზე

მელბურნში გრძელდება ავსტრალიის ღია პირველობა. ტურნირის მესამე სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა ესპანელი ჩოგბურთელებისთვის – რაფაელ ნადალმა, პაულა ბადოსამ და კარლოს ალკასარმა იოლად მოიგეს საკუთარი მატჩები და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

დიდი სლემის ტურნირების 20-გზის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა 2 საათსა და 43 წუთში დაამარცხა გერმანელი იანიკ ჰანფმანი 6:2 6:3 6:4 და 1/16 ფინალში გავიდა. მიუხედავად იოლი მოგებისა, რაფას არცთუისე კარგი სტატისტიკა ქონდა – 1 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და 4 ბრეიკი. ტურნირის მესამე წრეში ნადალი ხაჩანოვ/ბონზის შორის გამარჯვებულს შეხვედება.

73 წუთში მოიგო თავისი მატჩი მსოფლიო რეიტინგის მეექვსე ჩოგანმა პაულა ბადოსამ. ესპანელმა ჩოგბურთელმა 6:0 6:3 სძლია იტალიელ მარტინა ტრევიზანს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

“დღეს ცენტრალურ კორტზე მომიწია თამაში, რითაც ძალიან ამაყი ვარ. ადრე ძირითად კორტებზე იმიტომ ვასპარეზობდი, რომ განთესილ მოთამაშეებს ვეთამაშებოდი, ამჯერად უკვე მე ვარ განთესილი და ეს ჩემი შრომით დავიმსახურე” – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პაულამ, რომელიც მესამე რაუნდში უკრაინელ მარტა კოსტიუკს დაუპირისპირდება.

null

აგრძელებს საჩოგბურთო ისტორიის გადაწერას 18 წლის კარლოს ალკასარი. თინეიჯერმა ესპანელმა 6:2 6:1 7:5 სძლია სერბ დუშან ლაიოვიჩს და კარიერაში მეორედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის მესამე რაუნდში.

კარლოსს დიდ სლემებზე უკვე 14 მატჩი აქვს გამართული, საიდანაც 10 მოიგო, საუკეთესო შედეგი კი 2021 წლის უიმბლდონზე დაფიქსირებული მეოთხედფინალია.

ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ალკარასის მეტოქე მატეო ბერეტინი იქნება.

null

Leave a comment

Your email address will not be published.