“ეს დანაშაულია!..” ანჩელოტი რონალდუზე, მარადონა-მესიზე

კარლო ანჩელოტიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა… (AS). დიეგო მარადონასა და ლეო მესის შედარება სთხოვეს:

„რა შეკითხვაა, ჩვენ ხომ ერთი თაობის ვართ? მარადონას წინააღმდეგ ვთამაშობდი, ამიტომაც სიყვარულის გამო მას ვირჩევ“.

ესპანეთის ჩავარდნაზე: „პირადად მე დაცვიდან თამაში და კონტრშეტევის დალოდება არ მრცხვენია. ვინისიუსი ან მბაპე რომ გყავს და ბურთს ჩაჭრი, ამ დროს ვერტიკალურად არ ითამაშო, დანაშაულია. ჟოზე მოურინიუ ჩვენს შორის უდიდესია და თქვა, ბევრი მატჩი მხოლოდ დაცვითა და კონტრშეტევით მოვიგეო“.

რონალდუზე: „პორტუგალია-შვეიცარია არ მიყურებია. შვილიშვილებთან ერთად პიცას მივირთმევდი. რონალდუ სკამზე იყო? მერე რა? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლოა, რონალდუ ისევ 20 წლის ბიჭად გრძნობს თავს იმის გამო, რომ სხეულს ასე უფრთხილდება. მაგრამ პორტუგალიის ნაკრებში დიდი კონკურენციაა, თამაში ყველას სურს. პირადად მე კრიშტიანუსთან პრობლემა არ მქონია. პირიქით, ის აგვარებდა ჩემს პრობლემებს. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი შეიძლება“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *