ეს ერთი გუნდი არაა?! რონალდუ მოქმედებს…

მანჩესტერ იუნაიტედი ერთიანი გუნდი არაა და გასახდელში ცუდი სიტუაციიაო, წერს ბრიტანული პრესა. მაგალითად, Daily Express-ი აღნიშნავს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ბევრს არ უყვარს. ჰარი მაგუაირი, ედინსონ კავანი და მეისონ გრინვუდი გაბრაზებულები არიან, რომ კრიშტიანუ რონალდუ მოედანზე ბევრს არ მოძრაობს და მაინც გარანტირებული აქვს სათამაშო დრო.

ლიუკ შოუს სიტყვებიც საბაბი გახდა. მანჩესტერის მარცხენაფლანგელმა ღიად თქვა, რომ გუნდს მონდომება აკლია.

აი, რა თქვა წითელი ეშმაკების ყოფილმა ბომბარდირმა ენდი კოულმა:

„უცნაურად ჩანს, მაგრამ რონალდუს მოსვლის შემდეგ ბრუნო ფერნანდეში შეიცვალა. მისი თამაში ძველებურად ეფექტური აღარაა. უყურებ ბრუნოს და ფიქრობ – რატომ? მას ყველა საჭირო თვისება აქვს და არ უნდა ეტყობოდეს რონალდუს ავტორიტეტი. ორივენი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან, ორივეს ერთი სურვილი აქვს. თუმცა ბრუნოს სათამშო ფორმა შეიცვალა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *