ასე იცის ევროპის ჩემპიონობამ… რომის რეგიონის მთავრობა იტალიიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გაბრიელე გრავინას კორონავირუსის შემთხვევების გაზრდაში ადანაშაულებს. გრავინას ბრალია, რომ ამხელა საჩემპიონო ზეიმი იყო რომის ქუჩებშიო.
ინგლისთან ფინალის მეორე დღეს, იტალიის ნაკრები რომში რომ ჩაფრინდა, მერე ავტობუსით შემოიარა ქუჩები. თურმე მთავრობის წევრებს გრავინა გაუფრთხილებიათ, ზეიმი ვიწრო წრეში მოვაწყოთო, თუმცა ამდენ ადამიანს რა დააკავებდა – სიხარულით გაგიჟებულებს.
თან ეს იტალიაა.
რომის რეგიონში ჯანმრთელობის მარეგულირებელი ცენტრის უფროსმა ალესიო დამატომ განაცხადა: „აი, ახლა განვიცდით „გრავინას ეფექტს“. ჯერჯერობით დიდი გართულებები არაა, მაგრამ ვერ გავექცევით კოვიდშემთხვევების გაზრდას. რეგიონში 681 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა შორის ახალგაზრდები უფრო არიან, რომლებსაც ჯერ ვაქცონა არ გაუკეთებიათ“.