“ეს კიკბოქსინგი არაა, ეს MMA-ია, სადაც მომაკვდინებელი ხელთათმანები გვაქვს” – ადესანია პერეირაზე

მოახლოვებულ UFC 276-ზე, ისრაელ ადესანია ქამარს ჯერედ კანონიერის წინააღმდეგ დაიცავს. ჩემპიონისთვის ეს მე-5 ქამრის დაცვაა. ისრაელმა ფაქტობრივად გაწმინდა დივიზიონი, ყველა კონტენდერი კითხვის ნიშნების გარეშე დაამარცხა. თუმცა, კონტენდერების სიაში მისთვის ნაცნობი სახელი და გვარი, ალექს პერეირა გამოჩნდა – მებრძოლი, რომელსაც ადესანია კიკბოქსინგში 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული, აქედან 1-ხელ ბრუტალური ნოკაუტით. ბრაზილიელი MMA-ში 2015 წელს გადმოვიდა და დღემდე 6 ბრძოლის გამართვა მოახერხა. მისი მონაგარი 5 მოგება და 1 მარცხია – UFC-ში მან ორჯერ იმარჯვა.

UFC 276-ზე პერეირაც იბრძვის, თანაც #4 კონტენდერის, შონ სტიკლენდის წინააღმდეგ. გამარჯვების შემთხვევაში კი ფაქტობრივად სატიტულო ბრძოლაზე გადის ადესანიასთან. ისტორია, რომელიც ადესანიას და პერეირას აქვს, დიდ და დაძაბულ დაპირისპირებას გვპირდება. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემპიონი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არ არის, რადგან სულ სხვა სპორტში, სულ სხვა მოცემულობაში და სულ სხვა დროს ებრძვის პერეირას. ისრაელმა ამის შესახებ UFC-ს პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“ტიკ-ტოკ თაობას 15 წამიანი მეხსიერება აქვს და ბევრი რამ არ ახსოვთ. ისინი მხოლოდ ნოკაუტს ხედავენ, არც პირველი და არც მეორე ბრძოლა სრულად არ აქვთ ნანახი. ამ შემთხვევაში კი, ეს კიკბოქსინგი არაა, ეს MMA-ია. აქ დიდი, ბალიშის ხელთათმანები არ გვაქვს, აქ პატარა და მომაკვდინებელი ხელთამანები გვაქვს იარაღებად – ერთი სული მაქვს როდის გადავატარებ მას პერეირას სახეზე”

Leave a comment

Your email address will not be published.