ეს რეალურია? ბომბა-ტრანსფერზე საუბრობენ…

ფრანგული Lequipe და იტალიური საიტებიც წერენ, რომ კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, მანჩესტერ სიტიში გადავიდეს. გუნდში, რომელსაც პეპ გვარდიოლა წვრთნის, ხოლო პორტუგალიელი პეპს საკმაოდ ამწარებდა ჯერ ელ კლასიკოში, მერე კი რეალ-ბაიერნის დაპირისპირებაში.

რონალდუ იუვენტუსიდან თუ წავა, ყველაზე რეალური სწორედ სიტის ვარიანტი უნდა იყოს. დიდი ფული… მეტიც, ESPN წერს, რომ ეს კრიშტიანუს ერთადერთი გზაა.

მითუმეტეს, სიტი ვერაფრით ვერ ახერხებს ჰარი კეინის ყიდვას. ახალი ინფორმაცია: ტოტენჰემს მოლაპარაკებისას ემერიკ ლაპორტი და დამატებითი თანხა შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. გვარდიოლას კი თავდამსხმელი, გოლების გარანტი ფეხბურთელი ძალიან სჭირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *