გეგონება, უფროსკლასელები უმცროსკლასელებს ეთამაშებიანო – იმდენად დიდი იყო დონეში სხვაობა, კრივი რომ ყოფილიყო, თურქები ალბათ თეთრ პირსახოცს გადმოაგდებდნენ.
რობერტო მანჩინის გუნდმა ევრო-2000 მძლავრად დაიწყო. და ეს იტალიისთვის ზედიზედ მეცხრე მოგებაა გოლგაუშვებლად, ხოლო 28-ე წაუგებელი მატჩია… მანჩინიმ აშკარად მიაგნო რაღაც ახალს.
აგრესია შეტევაში ერთია და იტალიამ უპირველესად ცენტრში გააქრო თურქები. მთავარი იარაღი: ბარელა და ლოკატელი ართმევაზე მაგრად იყვნენ, ჟორჟინიო კი ანაწილებდა ფლანგებზე. ტყუილუბრალოდ არ არის ჟორჟინიოზე ამხელა მოთხოვნა, ტყუილუბრალოდ არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა – კლასით სავსე ნახევარმცველია.
სხვებმაც კარგად ითამაშეს, უბრალოდ, ცენტრის ბატონ-პატრონი გამოვარჩიეთ. სხვებმაც რა, დონარუმას შეფასება ძნელია – ფაქტიურად, უსაქმოდ იყო.
და სპინაცოლა, მარცხენა მცველის ეფექტი – ვერც მიხვდებოდი, რომ მცველი იყო, თურქების სუსტი თამაშის გამო, გარემარბის ადგილზე უფრო დიდი დრო გაატარა.
ერთიც: იტალიამ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გაიტანა ერთ მატჩში 3 გოლი.
5 წელია, იტალიის მოგება არ გვენახა დიდ ტურნირზე. კარგია, რომ სკუადრა დაბრუნდა.
თურქეთი – იტალია 0:3
გოლები: დემირალი (53 ს.კ), იმობილე (66), ინსინიე (79)