ეს სისასტიკეა!… მიულერი ცხენებს ცუდად ექცევა?

საქველმოქმედო ორგანიზაცია PETA-მ თომას მიულერი ცხოველების მიმართ სისასტიკეში დაადანაშაულა. ცნობილია, რომ ბაიერნის ვარსკვლავი და მისი მეუღლე ლიზა ცხენების ფერმას (Gut Wettlkam) უვლიან. ეს კომპანია გაყინული ცხენის სპერმის დოზას 200 ევროდ ჰყიდის.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი ცხენი, სახელად დეივი, გამრავლების სეზონისთვის მომზადების დროს დაშავდა.

საქველმოქმედო ორგანიზაციის მდივანი იანა ჰოგერი აღშფოთებულია, რომ მიულერი ცხოველებს შეწყვილებას აიძულებს.

„საშინელებაა, რომ ცხენების ვითომ მოყვარულები ასე იქცევიან, რათა მათგან სარგებელი მიიღონ. დარწმუნებული ვარ, იმ ტრავმის აცილება შეიძლებოდა, რომელი ტრავმაც თომას მიულერისა და ლიზას მეთვალყურეობაში მყოფმა ცხენმა მიიღო“.

 

Leave a comment

Your email address will not be published.