ეს სუპერლიგაა? რეალი, ბარსა, იუვე ტურნირს იწყებენ…

 

რეალი, ბარსელონა და იუვენტუსი ევროპის სუპერ ლიგიდან არ გასულან და, როგორც ჩანს, ამ იდეის ხორცშესხმას იწყებენ.

ზაფხულში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კლუბები ტურნირს ჩაატარებენ, რაც სუპერ ლიგის შექმნისკენ გადადგმულ კიდევ ნაბიჯად შეიძლება განვიხილოთ.

გუნდებმა, ამ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მილანიც მიიწვიეს.

შეხვედრები რომელ სტადიონებზე გაიმართება ცნობილი არ არის, თუმცა ტურნირი ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე რომ ჩატარდება, ეს გადაწყვეტილია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *