„ეს უპატივცემულობაა,“ – რამ გააბრაზა ნეიმარი?

პსჟ-ს ვარსკვლავმა, ნეიმარმა გაბრაზება არ დამალა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი მსაჯის მოქმედებითაა განაწყენებული, რადგან ყვითელი ბარათი მაშინ მიიღო, როდესაც მაკაბისთან გოლს აღნიშნავდა ისე, როგორც აკეთებს ხოლმე – ხელები ყურებთან მიიტანა და ენა გამოყო. გერმანელი დანიელ ზიბერტისთვის ეს დასჯადი აღმოჩნდა.

„სპორტსმენისთვის სრული უპატივცემულობაა. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ყვითელი მივიღე და რა დავაშავე ახლაც ვერ ვხვდები. სად არის სამართლიანობა? სრული უპატივცემულობა,“ – დაწერა ბრაზილიელმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *