სასუოლო-ნაპოლი: ვის ადარებენ კვარას?

 

 

სასუოლო-ნაპოლი… სერია ა-ს მორიგი ტური.

ყოფილმა მწვრთნელმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა, ნეაპოლელმა პაოლო სპეკიამ თქვა: „სასუოლო კარგი გუნდია. დომენიკო ბერარდი რომ არ ჩავთვალოთ, გუნდის საუკეთესო შემტევი ფრანგი არმან ლორიენტეა. ხანგრძლივ პერსპექტივაში ლორიენტე შეიძლება თითქმის კვარაცხელიას დონის ფეხბურთელი გახდეს. მას ვაკვირდები. ნაპოლის რეკომენდაციას გავუწევდი, ლორიენტე მომდევნო სეზონისთვის შეიძინონ. მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. გამიხარდებოდა, მისი სახით გავძლიერდებოდით“.

ლორიენტე 24 წლისაა, ფრანგი გახლავთ. საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

და კიდევ, რადგან შედარებებზეა. ნაპოლის მარცხენა შემტევის მარიო რუის ნათქვამიც დავწეროთ. ლუჩანო სპალეტიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, კვარაცხელია და მოჰამედ სალაჰი თამაშის მანერით ერთმანეთს ჰგვანანო. რუი სხვაგვარად ფიქრობს…

„ვფიქრობ, სხვადასხვანაირები არიან. შესაძლოა სპალეტიმ იგულისხმა ის, რომ სალაჰი დროთა განმავლობაში უფრო გუნდური ფეხბურთელი გახდა. ასეა კვარაც. ორივენი მაღალი დონის ფეხბურთელები არიან. ვხედავთ, რომ კვარა პროგრესირებს და კიდევ ბევრი წელი ითამაშებს მაღალ დონეზე“.  (Areanapoli)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *