ეს ხომ ორი წუთის საქმეა?

ლუკა მოდრიჩმა მორიგი ტიტული მოიგო რეალში. ესპანეთის სუპერთასი და თან, ისევ ბრწყინვალე თამაშით, რომელსაც ლამაზი გოლიც დაამატა… ფინალში ბილბაოსთან სწორედ ხორვატმა გახსნა ანგარიში და რეალმა 2:0 მოიგო.

მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანია, ვისაც კი ესპანეთის სუპერთასზე გოლი გაუტანია. 36 წლისა და 121 დღისაა.

დიდი შანსია, ლუკამ ახალი კონტრაქტი გააფორმოს რეალთან. მას ამ ზაფხულს უმთავრდება ხელშეკრულება და ერთი წლით გახანგრძლივებაზეა საუბარი, ხელფასის 10 პროცენტის დაკლებით.

აი, მოდრიჩის კომენტარიც:

„კლუბთან გაუგებარი სიტუაცია არასოდეს არ შემქმნია. დარწმუნებული ვარ, იოლად შევთანხმდებით. ჩემი სურვილი ყველამ იცის და რეალსაც იგივე სურს. აქამდე სულ ისე ხდებოდა, რომ კონტრაქტზე შეთანხმებას ორ წუთზე მეტს არ ვანდომებდი…“ (MARCA)

Leave a comment

Your email address will not be published.