ბარსელონასა და ინტერის ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტოომ კილიან მბაპეს მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა
“კრიშტიანუ კიდევ ერთი ღმერთია. მესისთან ერთად, ისინი თანამედროვე ფეხბურთის მწვერვალზე არიან, მაგრამ “კიდევ ერთი ღმერთი” არსებობს, რომელიც კრიშტიანუსა და მესის შემდეგ პირველობას არავის დაუთმობს – ეს კილიან მბაპეა,” – თქვა ეტოომ
მან კომენტარი მესის ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გააკეთა
“მესი სხვა მაისურში ვერ წარმომიდგენია. ეს კლუბი მისი სახლია, მისი სიყვარული. აქ ფულის საკითხი არ დგას – ლეო ბარსელონაა და ბარსელონა მესი. ვიცი, რომ ლაპორტა მისთვის სანდო და საინტერესო პროექტს ამზადებს”