ეტოო პრეზიდენტია

Cameroonian former footballer Samuel Eto'o holds the Africa Cup of Nations trophy prior to the start of the Africa Cup of Nations final soccer match between Senegal and Algeria at the Cairo Stadium (Photo by Ahmed Awaad/NurPhoto)

სამუელ ეტოო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. აფრიკის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გამოირჩევა პირდაპირობით და ბევრჯერ გაუკრიტიკებია ფიფა, უეფა თუ სხვადასხვა კლუბების ჩინოსნები. მეტწილად ეს აფრიკელი ფეხბურთელების ინტერესების დაცვას ეხება ხოლმე…

ეტოო 40 წლისაა. ბოლოს ყატარ სკ-ში თამაშობდა. მან ორ სხვადასხვა გუნდში მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ბარსელონაში ორჯერ, ერთხელ ინტერშიც), ორ ფინალში გაიტანა გოლი. მოიგო ოლიმპიადა (2000) და ორჯერ ასწია აფრიკის თასი (2000, 2002). აღარაფერს ვწერთ ქვეყნის ჩემპიონობებზე და თასებზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *