“ეფესი” ევროლიგის ჩემპიონია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დასრულდა ევროლიგის ოთხთა ფინალი. STARK ARENA-ზე, ფინალურ მატჩი “ეფესმა” 58:57 სძლია “რეალს” და ზედიზედ მეორედ მოიგო ევროლიგა.

შეხვედრის სტარტი მადრიდულ გუნდს უკეთესი გამოუვიდა – სამწამიან ზონაში დომინირებდა კაბო ვერდელი ცენტრი ვოლტერ ტავარესი, რომელმაც საწყის 10 წუთში 12 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, რეალი კი 15:14 დაწინაურდა.

ორივე გუნდი დაცვაში ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა,ვიდრე შეტევაში. მეორე პერიოდში ვასილიე მიციჩის და შეინ ლარკინის ინდივიდუალური ასპარეზობის ფონზე სტამბოლურმა გუნდმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა,ხოლო შემდეგ კი პირველი ტაიმიც მოიგო 34:29.

null

მესამე პერიოდში “რეალს” კრიზისი დაეწყო – გუნდის ვერცერთი ლიდერი ვერ ახერხებდა ბურთის კალათში ჩაგდებას, რითაც მშვენივრად ისარგებლა “ეფესმა” და კიდევ უფრო გაზარდა სხვაობა მოწინააღმდეგესთან 45:37.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე პაბლო ლასომ პარკეტზე სერხიო ლული დააბრუნა – ‘რეალის” სიმბოლომ ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრაში ინტრიგაც გაცოცხლდა.

მატჩის უკანასკნელი წუთები დრამატული და საინტერესო გამოდგა – თურქული გუნდის ცენტრმა ტიბორ პლაისმა ჯერ შორი დისტანციიდან ჩააგდო ბურთი, მომდევნო შეტევისას კი თანაგუნდელის აცილებულს “დაამატა” და “ეფესი” ისევ იგებდა მატჩს 58:57.

უკანასკნელ წუთზე სტამბოლური კლუბის უპირატესობა ერთადერთი ქულა იყო – პაბლო ლასოს გადაწყვეტილებით “რეალმა” ტაქტიკური ჯარიმები აიღო და ბოლო სროლა შეინ ლარკინს დარჩა. თურქეთის სახელით მოასპარეზე ამერიკელმა ლეგიონერმა მარცხენა კუთხიდან ააცილა ნასროლი, თუმცა “რელმა” სამწამიან ზონაში ვერ მოხსნა ბურთი, ატეხილ ქაოსში დრო “გაიპარა” და საფინალო სირენის ხმაც გაისმა – 58:57 “ეფესი” ჩემპიონია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ეფესის” გერმანელი ცენტრი ტიბორ პლაისი გახდა, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო.

ევროლიგის ოთხთა ფინალის MVP – სტამბოლური კლუბის ლიდერი ვასილიე მიციჩი გახდა. სერბმა კალათბურთელმა ნახევარფინალურ სტადიაზე “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ შეხვედრაში 15 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა (+ გეიმ ვინერი), ფინალურ მატჩში კი 23 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი.

null

“ეფესმა” არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო ევროლიგა.

“ეფესმა” ზედიზედ მესამედ ითამაშა ევროლიგის ფინალში.

“ეფესი” ტურნირის არსებობის ისტორიაში გახდა მესამე კლუბი, რომელმაც წინა წელს მოგებულ ტიტული წარმატებით დაიცვა (მაკაბი, ოლიმპიაკოსი)

მესამე ადგილისთვის მატჩში “ბარსელონამ” 84:74 სძლია “ოლიმპიაკოსს”.

Leave a comment

Your email address will not be published.