ექვსი დებიუტნტით პენზას წინააღმდეგ

შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა 4 დეკემბერს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ლოკომოტივ-პენზასთან გასამართი თამაშისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. გუნდში დებიუტი ექნებათ,  ნიკოლოზ ხატიაშვილს, ლაშა ჯაიანს, იოსებ გუშარაშვილს, ნიკა აბულაძეს, სანდრო სვანიძეს და გურამ ქანდაურაშვილს. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა მოედანზე ტრავმის მოშუშებს შემდეგ დაბრუნდა.

ლევან მაისაშვილი, შავი ლომის მთავარი მწვრთნელი:

“რამდენიმე მოთამაშს მსუბუქი ტრავმა აქვს და მათი დასვენება გადავწყვიტეთ. კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ნაკრებში ორივე შეხვედრა მოტეხილი თითით ჩაატარა და ახლაც ითამაშებდა მწვრთნელებს მისი დასვენების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო. ასევე ისვენებენ აკა ტაბუცაძე და შალვა მამუკაშვილი. სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გიორგი ბეგაძემ. ესეც რომ არა, შემადგენლობაში როტაცია მაინც იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მომავალ შეხვედრას კარგი შემადგენლობით, კარგად მომზადებული ვხვდებით”.

მერაბ შარიქაძის არყოფნაში შავ ლომს ლაშა ხმალაძე უკაპიტნებს, რომელიც ამჯერად ფულბეკის პოზიციაზე ითამაშებს.

შავი ლომი:15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;   1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. გიორგი პერტაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. იოსებ გუშარაშვილი, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა აბულაძე, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. ლუკა მატკავა, 22. სანდრო სვანიძე, 23. გურამ ქანდაურაშვილი.

Leave a comment

Your email address will not be published.