ოთხშაბათ საღამოს, ნიცის ალიანც რივიერას სტადიონზე, საფრანგეთის ნაკრებმა ამხანაგურად უმასპინძლა უელსს. მადრიდის რეალის შემტევმა, კარიმ ბემზემამ, სკანდალური ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოირგო სამფეროვანთა მაისურა.
მოირგო და… 27-ე წუთზე პენალტიც გააცუდა. თერთმეტრიანი უელსელი ნეკო უილიამსის ხელბურთს მოჰყვა. ცხადია, მსაჯმა ლივერპულის მცველს მყის წითელი ბარათიც აუფრიალა.
სტუმარმა მეკარემ, დენი უარდმა, ბენზემას პენალტი კი მოიგერია, მაგრამ კილიან მბაპეს, ანტუან გრიზმანისა და უსმან დემბელეს დარტყმებს ვერაფერი მოუხერხა და ფრანგებმა 3:0 გაიმარჯვეს.