ექიმის შეცდომა და 9 თვიანი დისკვალიფიკაცია – ლაზიშვილი განცხადებას ავრცელებს

30 წლის ქართველმა მებრძოლმა, ზვიად ლაზიშვილმა, ნევადას სპორტული კომისიისგან 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. MMA Fighting-ის ინფორმაციით, ზვიადს სადებიუტო ბრძოლისას, რომელშიც ჯონათან მარტინეზს დაუპირისპირდა, ქლომიფინი აღმოაჩნდა, რაც აკრძალული ნივთიერებათა ნუსხას მიეკუთვნება. საქმე ისაა, რომ ზვიადს ეს განზრახ არ გაუკეთებია და ყველაფერი ექიმის შეცდომას უკავშირდება. მომხდარის შესახებ ლაზიშვილი ვრცელ პოსტს აქვეყნებს და სიტუაციას დეტალურად აღწერს.

ზვიადი UFC-მდე დაუმარცხებელი რეკორდით მივიდა – 13:0-ზე, თუმცა UFC-ს სადებიუტო ბრძოლა წარუმატებელი აღმოჩნდა და მარტინეზთან ბრძოლა მსაჯების გადწყვეტილებით დათმო. ახლა კი დისკვალიფიკაციის გათვალისწინებით მას 24 ივლისამდე ბრძოლა არ შეუძლია.

Leave a comment

Your email address will not be published.