საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს, ბორდოში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან ითამაშებს. “ლე ბლო” იქამდე, 6 ნოემბერს სტად დე ფრანსზე აგრგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფრანგთა თავკაცმა ფაბიენ გალტიემ საბრძოლო რაზმი დაასახელა.
საფრანგეთის ნაკრები გაორებული მგეზავით ითამაშებს. ათი ნომრის პოზიციაზე მატიე ჟალიბერი იქნება, რომენ ნტამაკი კი, შუამარბია. გუნდში
ერთი დებიუტანტია, ეს მეორეხაზელი ტიბო ფლამინია. მისი მეწყვილე კი, გამოცდილი პოლ ვილემსე იქნება.
დემბა ბამბა, რომენ ტაოფიფენუა და გრეგორი ალდრიტი თადარიგში არიან.
საფრანგეთი: 15. მელვინ ჟამინე, 14. დამიან პენო, 13. გაელ ფიკუ, 12. რომენ ნტამაკი, 11. გაბინ ვილიე, 10. მატიე ჟალიბერი, 9. ანტუან დუპონი. 1. სირილ ბაი, 2. ჟულიენ მარშანი, 3. მოჰამე ჰაუასი. 4. ტიბო ფლამანი, 5. პოლ ვილემსე, 6. ფრანსუა კროსი, 7. კამერონ ვოკი, 8. ანტონი ჟელონში
16.პეატო მაუვაკა, 17, ჟან-ბატისტ გროსი, 18. დემბა ბამბა, 19. რომენ ტაოფიფენუა, 20. გრეგორი ალდრიტი, 21. სეკუ მაკალაუ, 22. მაქსიმ ლუკუ, 23. ჯონათან დანტი