არგენტინის ნაკრები შაბათს, პორტ ელიზაბეტში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს მეორედ დაუპირისპირდება. ოთხი ერის პირველ ტურში პუმებმა ბოკესთან აქვე 12:32 წააგეს.
მეორე მატჩისთვის არგენტინელების მთავარმა მწვრთნელმა მარიო ლედესმამ ძირითად შემადგენლობაში ცხრა მორაგბე შეცვალა. სასტარტო თხუთმეტეულში ადგილი შეინარჩუნეს სანტიაგო ჩოკობარესმა, ხერონიმო დე ლა ფუენტემ, მატიას ალემანომ, ტომას ლავანინიმ, გომეს კოდელამ და ნოელ ტეტას ჩაპარომ.
ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ლესტერის 30 წლის გარემარბი მატიას მორონი, რომელმაც მარჯვენა ოთხთავა კუნთი დაიშავა და მკურნალობისთის სამი კვირა დასჭირდება.
არგენტინა: 15. ხუან კრუს მალია, 14. იგნასიო მენდი, 13. სანტიაგო ჩოკობარესი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. სანტიაგო კარერასი, 10. დომინგო მიოტი, 9. გონსალო ბერტრანუ. 1. ნოელ ტეტას ჩაპარო, 2. ხულიან მონტოია, 3. გომეს კოდელა, 4. მატიას ალემანო, 5. ტომას ლავანინი, 6. პაბლო მატერა, 7. გვიდო პეტი, 8. როდრიგო ბრუნი
16. ფაკუნდო ბოსხი, 17. ფაკუნდო გიგენა, 18. სანტიაგო მედრანო, 19. მარკოს კრემერი, 20. ხუან მარტინ გონსალესი, 21. ფელიპე ესკურა, 22. ნიკოლას სანჩესი, 23. ლუსიო სინტი