ექსპერტმა დაასახელა გუნდი, სადაც შეიძლება ლილარდი გადავიდეს

ცნობილმა ამერიკელმა საკალათბურთო ანალიტიკოსმა და ექსპერტმა – შენონ შარპმა დაასახელა გუნდი, სადაც დამიენ ლილარდი ნბა-ს სეზონის მსვლელობისას გადავა.

„2021/22 წლების სეზონის დასაწყისში ისევ აქტუალური გახდება საუბრები თუ სად გადავა სათამაშოდ დამიენ ლილარდი. რა გააკეთა „ბლეიზერსმა“ იმისთვის, რომ ტიტულის მოგების პრეტენდენტი ყოფილიყო? გაუხანგრძლივა კონტრაქტი ნორმან პაუელს და მეტი არც არაფერი.

„პორტლენდმა“ დაკარგა ენეს კანტერი, წინა სეზონთან შედარებით გუნდი დასუსტდა. არ მგონია, რომ დემიენი „ბლეიზერსში“ სეზონის ბოლომდე დარჩეს. იგი ტრეიდს მოითხოვს და სავარაუდოდ „ფილადელფიაში“ გაცვლიან ბენ სიმონსის და პიკების სანაცვლოდ.“ – განაცხადა შარპმა „Undisputed”-ის შოუში.

null

შეგახსენებთ, რომ „პორტლენდმა“ ლილარდი 2012 წლის დრაფტზე მე-6 ნომრად აირჩია. გასულ სეზონში დამიენმა რეგულარულში 67 მატჩი ჩაატარა, სადაც მისი მონაგარი ასე გამოიყურებოდა – 28.8 ქულა და 7.5 პასი. პლეიოფის სტადიაზე კი გამართულ 6 მატჩში 34.3 ქულა და 10.2 შედეგიანი გადაცემა.

შეგახსენებთ, რომ „ბლეიზერსმა“ პლეიოფის პირველივე რაუნდში წააგო „დენვერთან“ 2:4 და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო საუბრები ლილარდის გუნდიდან სავარაუდო წასვლაზე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *