ეშლი ბარტი საჩოგბურთო სეზონს პირველ ნომრად დაასრულებს

ავსტრალიელი ჩოგბურთელი ეშლი ბარტი 2021 წლის საჩოგბურთო სეზონს მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომრის სტატუსით დაასრულებს, მიუხედავად იმისა რომ იგი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

ბარტი ზედიზედ მესამე სეზონს დახურავს როგორც პირველი ჩოგანი, მანამდე ასეთი მიღწევა მხოლოდ 4 ქალ ჩოგბურთელს ქონდა: სერენა უილიამსს, შტეფი გრაფს, მარტინა ნავრატილოვას და კრის ევერეტს.

null

ეშლი უკვე გარანტირებულად გადალახავს 100 კვირიან ბარიერს (100 კვირა მსოფლიო რეიტინგის სათავეში), ავსტრალიელ ჩოგბურთელამდე კი ასეთი შედეგი მხოლოდ ჟუსტინ ენინს, მონიკა სელეშს, მარტინა ნავრატილოვას, მარტინა ჰინგისს, სერენა უილიამსს, შტეფი გრაფს და კრის ევერეტს ქონდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *