მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა – ეშლი ბარტიმ „უიმბლდონის“ ფინალში 6:3 6:7 6:3 სძლია კაროლინა პლიშკოვას და კარიერაში მეორედ მოიგო დიდი სლემის ტურნირი (როლან გაროსი 2019).
შეხვედრის სტარტი ავსტრალიელ ჩოგბურთელს ბრწყინვალე გამოუვიდა – ორჯერ დააბრეიკა მეტოქე და 4:0 დაწინაურდა. კაროლინას არ მისდიოდა ჩაწოდება, რის გამოც დიდი პრობლემები ექმნებოდა. ჩეხი მოგვიანებით გამოფხიზლდა, ერთი უკუბრეიკის შესრულებაც შეძლო, თუმცა სეტის გადარჩენა ვეღარ შეძლო – 3:6.
მეორე პარტიის სტარტზე ბარტიმ ისევ იოლად შეასრულა ადრეული ბრეიკი და წინ გავიდა 3:1. პლიშკოვას დასაკარგი უკვე აღარაფერი ქონდა, რისკიანი თამში წამოიწყო, რამაც გაამართლა – ჩეხმა ჩოგბურთელმა სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც მცირედით აჯობა მეტოქეს და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა 3:6 7:6 (7:4).
მესამე, გადამწყვეტ სეტში ბარტიმ საწყისი 3 გეიმი მოიგო და სოლიდური ჰანდიკაპით დაწინაურდა.
მსოფლიო რეიტინგის პირველმა ჩოგანმა მატჩის ბოლომდე დამაჯერებლად შეინარჩნა ეს უპირატესობა და კარიერაში პირველად მოიგო „უიმბლდონი“ 6:3 6:7 6:3.
41 წლიანი პაუზის შემდეგ, „უიმბლდონის“ გამარჯვებული ისევ ავსტრალიელი ჩოგბურთელია(1980 წელს „უიმბლდონის“ ქალთა ერთეულთა თანრიგი მოიგო აივან გულაგონგმა).