ეშლი ბარტი Australian Open-ის გამარჯვებულია

Tennis - Australian Open - Women's Singles Final - Melbourne Park, Melbourne, Australia - January 29, 2022 Australia's Ashleigh Barty poses as she celebrates winning the final against Danielle Collins of the U.S. with the trophy REUTERS/Asanka Brendon Ratnayake

ავსტრალიის ღია პირველობის, ქალთა ერთეულთა თანრიგის ფინალურ მატჩში ეშლი ბარტიმ 6:3 7:6 სძლია დანიელა კოლინზს და კარიერაში მესამე გრანდ სლემის ტურნირი მოიგო.

null

შეხვედრის სტარტი თანაბარი გამოვიდა – საწყისი 4 გეიმის განმავლობაში ორივე ჩოგბურთელი იოლად იგებდა გეიმებს საკუთარ ჩაწოდებაზე. 2:2-ზე ამერიკელი ოდნავ მოდუნდა, რისთვისაც მწარედ დაისაჯა – ეშლიმ 10 წუთის განმავლობაში ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და 5:2 დაწინაურდა. ამერიკელმა გაიბრძოლა, თუმცა სეტი მაინც 3:6 წააგო.

მეორე პარტიის სტარტზე უკვე დანიელა დომინირებდა, რომელმაც ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. 3:1-ზე ავსტრალიელმა კიდევ ერტხელ ჩააგდო საკუთარი ჩაწოდება – ორჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა და ორმაგი ბრეიკით ჩამორჩა მეტოქეს.

ამერიკელი საკმაოდ ხშირად გადიოდა ბადესთან და განსაკუთრებით აგრესიული იყო, როდესაც მარცხენა მხრიდან ასრულებდა დარტყმებს. კოლინზმა ანგარიში 5:1 გახადა და თითქმის ყველა დარწმუნებული იყო, რომ შეხვედრაში მესამე სეტი დაინიშნებოდა.

null

„იანკი“ ნაადრევად მოდუნდა და მსოფლიო რეიტინგის პირველ ჩოგანს ისტორიული „ქამბექის“ შანსი მისცა – ბარტიმ ერთმანეთის მიყოლებით 4 გეიმი მოიგო და წონასწორობა აღადგინა 5:5.

მეორე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ყველანაირ უპირატესობას უკვე ავსტრალიელ ჩოგბურთელს გააჩნდა (განსაკუთრებით ფსიქოლოგიური) – ეშლიმ „საჩოგბურთო ლატარეაში“ 7:2 იმარჯვა და მატჩში საბოლოო გამარჯვება იზეიმა 6:3 7:6.

შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ბარტის ანგარიშზე 10 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და სამი ბრეიკი იყო. თავისმხრივ კოლინზმა 1 ეისი, 2 ორმგაი და 2 ბრეიკი შეასრულა.

ეშლი მატჩი 30 ვინერსით და 22 უნებლიე შეცდომით დაასრულა, მის მეტოქეს 17 ვინერსის წილ 22 უხეში შეცდომა ქონდა.

null

საინტერესო ფაქტები

1978 წლის შემდეგ პირველად ავსტრალიელმა ქალმა ჩოგბურთელმა შეძლო საშინაო გრანდ სლემის ტურნირის მოგება (ერთეულთა თანრიგი).

ეშლი ბარტიმ კარიერაში მესამე გრანდ სლემის ტურნირი მოიგო (როლან გაროსი 2019, უიმბლდონი 2021, ავსტრალიის ღია პირველობა 2022) .

სამივე მოგებულ დიდ სლემზე ბარტი ისე გახდა ჩემპიონი, რომ ტოპ 10-ის არცერთი წარმომადგენელი არ შეხვედრია.

ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობა სეტის წაუგებლად მოიგო.

ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე მხოლოდ სამჯერ წააგო საკუთარი ჩაწოდება.

ეშლი ბარტის 2022 წელს 11-დან 11 მატჩი აქვს მოგებული.

ეშლი ბარტის მიმდინარე სეზონში ერთადერთი სეტი აქვს წაგებული (კოკო გაუფთან ადელაიდაში).

ეშლის ზედიზედ 22 სეტი აქვს მოგებული.

ბარტიმ კარიერაში WTA-ს მე-15 ტურნირი მოიგო.

ეშლი ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობაზე 2,071,064 დოლარი მოიგო, ფინალისტმა კოლინზმა კი 1,134,583

Leave a comment

Your email address will not be published.