ხუთშაბათის დილა იყო, რუსი, პირობითი სახელით ვანია, ტოტალიზატორ „ბეთსიტის“ ვებ-გვერდს ესტუმრა და ბილეთის შედგენა დაიწყო. გასამაზი ფული მოქუჩებული ქვონდა – 1 000 500 რუბლი იყო. ბევრი არ უფიქრია. უფრო სწორად, ეტყობოდა, რომ ადრევე ჰქონდა ნაფიქრი. უეჭველები აიღო. ექსპრეს ბილეთში 5 მატჩი იყო შეტანილი:
1. რუსეთი-კვიპროსი 1 (1,14)
2. მალტა-ხორვატია X2 (1,12)
3. ირლანდია-პორტუგალია X2 (1,15)
4. საბერძნეთი-ესპანეთი X2 (1,16)
5. საქართველო-შვედეთი X2 (1,16).
ჯამური კოეფიციენტი 1,9758 იყო და თუ შვედები ბათუმიდან ქულას მაინც წაიღებდნენ, ვანიას სუფთა მოგება 976 287 რუბლი (დაახლოებით 15 000 დოლარი) იქნებოდა.
მოგებას ვინ ჩივის – დადებული მილიონიც „ბეთსიტიში“ დარჩა.
თუ გახსოვთ, პირველი ოთხი შეხვედრა სწორედ ისე დასრულდა, როგორც ვანიამ ივარაუდა, ხვიჩას დუბლმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.