„ფრანგმა კლემან ტიურპენმა დიდი შეცდომა დაუშვა. მან მატჩი 7 წამით ადრე დაამთავრა, რითაც რუსეთის ნაკრებს დანიასთან ანგარიშის გათანაბრების შანსი წაართვა“…
როგორ ფიქრობთ, სად შეიძლებოდა მსგავსი ამოგვეკითხა? დიახ, მხოლოდ გიჟურ რუსულ პრესაში, რომელიც „ძერჟავის“ სამარცხვინო წაგების მსაჯზე გადაბრალებას ცდილობს და იმ ლაფის მოშორებას ცდილობს, რაც მათმა ქვეყანამ დანიისგან მიიღო.
გეხსომებათ, ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრასი რუსეთმა დანიასთან 1:4 წააგო, ესენი კი 7 წამს მისტირიან… 7 წამი უშველიდა ამათ გაჭირვებას?!
რუსები წერენ, რომ ტიურპენის ესპანელმა კოლეგა კარლოს დელ სერო გრანდემაც 21 წამით ადრე დაამთავრა ხორვატია – ჩეხეთის შეხვედრა, დანიასთან კი რუსებს არ აცალა თამაშიო.
„ორივე შემთხვევაში არბიტრებმა უხეში ტექნიკური შეცდომა დაუშვეს და ეს პროტესტის საფუძველი შეიძლება გახდეს”, – წერს გამწარებული რუსული პრესა..
