ვაკო გვილია – ახალი გუნდი და ახალი გამოწვევა

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას პოლონურ რაკოვში გააგრძელებს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გვილია ბოლოს ვარშავის ლეგიას ღირსებას იცავდა, სადაც 2 წელი ითამაშა და ორივეჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ვაკოს ვარშაველთა რიგებში პირველი სეზონი მართლაც მშვენიერი ჰქონდა, სადაც 47 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, მეორე სეზონი კი საკმაოდ ცუდი გამოვიდა, 23 მატჩი და 0 გოლი.

რაც შეეხება რაკოვს, გუნდი წინა სეზონში მეორე ადგილზე გავიდა. ამ სეზონში რაკოვი 4 მატჩის შემდეგ 7 ქულით მე-10 ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *