ვალდანო: აი, კიდევ რა სხვაობაა მარადონასა და მესის შორის…

არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ხორხე ვალდანომ 1986 წლის მუნდიალის ფინალი გაიხსენა, ასევე დიეგო მარადონასა და ლეო მესის შორის სხვაობაზე ისაუბრა…

„აბსოლუტურად ყველაფერი მახსოვს. ფრაზები, მსაჯებთან ლაპარაკი, სტადიონზე მისვლა და ასე შემდეგ. ფინალის წინ ღამეს მარადონას ჩვეულებრივ ეძინა. მე ცუდად მეძინა, ვერ ვისვენებდი. დიეგომ იცოდა, რასაც ელოდებოდა მთელი არგენტინა მისგან. ელოდებოდნენ არა მხოლოდ მაგარ თამაშს, არამედ უფრო მეტს. თავდაჯერება გვქონდა. ვუყურებდი ბიჭებს და ვხედავდი, მოუთმენლად ელოდნენ თამაშის დაწყებას, წნეხის გარეშე.

…მესიმ ისწავლა, თუ როგორ უნდა იყოს ბედნიერი. ის ბიჭი აღარაა, რომელიც გულში ინახავდა წყენას და არ გამოხატავდა. თუმცა მარადონასთან სხვაობა არის: მესის გვირაბში „წადი აქედან, სულელო!“და მარადონას მიერ ლანძღვა-გინება მთელი სტადიონის გასაგონად – ეს ერთი და იგივე არაა“.

შეგახსენებთ, 1986 წლის ფინალში ვალდანომ გოლი გაუტანა გერმანელებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *