ვალენსიას ახალი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი რუბენ ბარახაა. ინფორმაცია ღამურების ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა. ბარახა ვალენსიასთვის უცხო კაცი არ არის. იგი 10 წლის განმავლობაში ამ გუნდში თამაშობდა და ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. ბარახამ საფეხბურთო კარიერა სწორედ ვალენსიაში დაასრულა.
რუბენ ბარახამ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის ატლეტიკოში დაიწყო, სადაც მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, შემდეგ იყო ვალენსიას ახალგაზრდული გუნდი, ელჩე, რაიო ვალეკანო, ხიხონის სპორტინგი, ტენერიფე, სარაგოსა და ახლა კვლავ ღამურებისთვის გაირჯება.
ვალენსია, რომლის რიგებშიც გიორგი მამარდაშვილი გამოდის, ლა ლიგაში 20 ქულით მე-18 ადგილზეა და უახლოეს მატჩს 21 თებერვალს ხეტაფესთან გამართავს.