“ვალენსია” ესპანეთის პლეიოფს გამოეთიშა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება საპლეიოფო დაპირისპირებები. უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობდა საკალათბურთო სერია “ვალენსიას” (3) და “ბასკონიას”(6) შორის.

მოედნის უპირატესობა ვალენსიელთა მხარე იყო, თუმცა პენაროიას გაწვრთნილმა გუნდმა ეს ჰანდიკაპი პირველივე მატჩში გაფლანგა, წააგო რა საკუთარ არენაზე 79:80.

“ბასკონიას” მშვენიერი შანსი მიეცა ბასკეთშივე “დაეხურა სერია” და მომდევნო ეტაპის საგზური მოეპოვებინა, თუმცა ნევან სპაჰიას გაწვრთნილი გუნდი “ბუესა არენაზე” 82-89 დამარცხდა და სერიაში ანგარიში გათანაბრდა 1-1.

null

მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ვალენსიაში იმართებოდა, სადაც მცირე ფავორიტად მასპინძელი გუნდი მიიჩნეოდა. მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს – ულამაზესი კომბინაცია სტივენ ენოჰის ბრუტალური “სლემ დანქით” დასრულდა.

“ვალენსია” დროულად გამოფხიზლდა, დმიტრიევიჩის და დუბლევიჩის კარგი ასპარეზობის ფონზე პირველი მეოთხედი 20:9 მოიგო და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

null

მეორე პერიოდში მასპინძლებს დაემტვრათ ისლანდიელი გამთამაშებელი მარტინ ჰერმანსონი, მის გარეშე კი გუნდს ძალიან გაუჭირდა. “ბასკონიამ” ვეიდ ბალდვინის და სიმონე ფონტეკიოს ზუსტი სროლების ფონზე ამოქაჩა მეტოქესთან ჩამორჩენა და ანგარიშში წინაც მოახერხა გასვლა.

გადამწყვეტი, მეოთხე მეოთხედი სრულ კატასტროფად იქცა მასპინძლებისთვის – “ვალენსიამ” უკანასკნელ 10 წუთში მხოლოდ 5 ქულა ჩააგდო, საკუთარ კალათში 23 მიიღო და შეხვედრა 59-76 დათმო.

null

“ბასკონიამ” საპლეიოფო სერია 2:1 მოიგო და პლეიოფის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მადრიდის “რეალი” იქნება. ბადის მეორე ნახევარში “ბარსელონა” უკვე ნახევარფინალშია და ელოდება ხუვენტუდ/ტენერიფეს შორის გამარჯვებულს.

Leave a comment

Your email address will not be published.