მაურო იკარდის ცხოვრებაში დიდი არეულობაა. ვანდა ნარამ მას ღალატი არ აპატია და ოჯახი დაინგრა. როგორც კი ნარამ მეუღლის ღალატის შესახებ შეიტყო, შვილებთან ერთად უმალ პარიზი დატოვა.
როგორც ჩანს ამ ამბავმა მაუროზე ძალიან იმოქმედა. ფრანგი ტაბლოიდების ცნობით, გამოცდილმა ფორვარდმა პსჟ-ს დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ვარჯიშის გაცდენის მიზეზი სწორედ ზემო აღნიშნული ამბავია, რომლის გამოც იკარდი თავს კარგად არ გრძნობს.
იკარდიმ ამ სეზონში პსჟ-ს მაისურით 11 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, რაც მისი დონის ფორვარდისთვის არცთუ ისე დამაკმაყოფილებელი შედეგია.