ვან გაალი ნიდერლანდების მწვრთნელი გახდება

როგორც ავტორიტეტული ტელეგრაფი წერს, ნიდერლანდების სამეფოს ფეხბურთის ასოციაციამ (KNVB) ლუი ვან გაალთან შეთანხმებას მიაღწია და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს სწორედ ის დაიკავებს

* კონტრაქტი ძალაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე იქნება, შემდეგ მას, როტერდამის სპარტას მთავარი მწვრთნელი, ჰენკ ფრეიზერი შეცვლის.

* ვან გაალის სამწვრთნელო შტაბში შევლენ: ფრეიზერი (პარალელურად, როტერდამის სპარტას მთავარი მწვრთნელიც იქნება) დენი ბლინდი და ფრანს ჰოეკი.

* ვან გაალს 2016 წლის შემდეგ არ უმუშავია (მანჩესტერში ის მოურინიომ შეცვალა), მაშინ, მან ნიდერლანდურ სატელევიზიო გადაცემა VTBL-ში ასეთი რამ თქვა:

“სამწვრთნელო კარიერას ვასრულებ. ჩემმა ცოლმა მუშაობა 22 წლის წინ დაასრულა და მთელი ეს დრო მხარს მიჭერს. დავპირდი, რომ ამ საქმეს 55 წლის ასაკში შევეშვებოდი, თუმცა ახლა 65-ზე მეტის ვარ. ეს მუდამ ვერ გაგრძელდება.

ჩემს მეუღლეს ლუი ვან გაალთან ცხოვრების უფლება აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ის ბედნიერია”

როგორც ჩანს, ეროვნული ნაკრებისთვის ტრუუსს (ვან გაალის ცოლი) დათმობა მოუწია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *